ისევ მიდიხარ
ისევ მიდიხარ ისევ მშორდები
ისევ ეშვება ღამე
აღარასოდეს განმეორდები
ვხედავ მითვლიან წამებს
ხარ მშვენიერი და სასწაული
შენთან მეცოცხლა მსურდა
აღუვსებელი ხარ საწყაული
და თან დაგსდევდი მუდამ
დღე ხმას არა მცემს ღამეც მენდურის
მზე ჩამავალი მიცდის
მე უშენობით ვარ უბედური
წყალში ვდგევარ და ვიწვი
ამ ჩემს ცხოვრებას ბედმა დასცინა
კვლავ შენს სიყვარულს ვნატრობ
მთლად ნუ გამწირავ მთლად ნუ გამრიყავ
და ნუ დამტოვებ მარტო
მაინც მიდიხარ მაინც მშორდები
მაინც ეშვება ღამე
აღარასოდეს განმეორდება
ვხედავ მითვლიან წამებს
მერე რაა რომ წლები გავიდა
თეთრი გამიჩნდა თმაში
ჩემო კედლებო ისევ მიყვარხართ
როგორც მიყვარდით მაშინ