ისევ მიდიხარ,ისევ მშორდები
ისევ ეშვება ღამე
აღარასოდეს განმეორდები
ვხედავ გითვლიან წამებს.
აღარასოდეს განმეორდები
ვხედავ გითვლიან წამებს.
ხარ მშვენიერი და სასწაული
შენთან მეცოცხლა მსურდა
აღუვსებელი ხარ სასწაული
ლანდად დაგდევდი მუდამ
აღუვსებელი ხარ სასწაული
ლანდად დაგდევდი მუდამ
დილა ხმას არ მცემს, ღამე მემდურის
მზე ჩამავალი მიცდის
მე უშენობით ვარ უბედური
წყალში ვდგევარ და ვიწვი
მე უშენობით ვარ უბედური
წყალში ვდგევარ და ვიწვი
ამ ჩემს ცხოვრებას ბედმა დასცინა
კვლავ შენს სიყვარულს ვნატრობ
მთლად ნუ გამრიყავ,მთლად ნუ გამწირავ
და ნუ დამტოვებ მარტო
მთლად ნუ გამრიყავ,მთლად ნუ გამწირავ
და ნუ დამტოვებ მარტო
ისევ მიდიხარ,ისევ მშორდები
ისევ ეშვება ღამე
აღარასოდეს განმეორდები
ვხედავ გითვლიან წამებს.
აღარასოდეს განმეორდები
ვხედავ გითვლიან წამებს.