მე საიდუმლოს შენახავა ვიცი
და რა ხანია გულში ვინახავ
სევდას, რომელსაც
შენ ვერ მიმიხვდი
შენმა თვალებმა
ვერ დაინახა.
მე უსასრულო
ლოდინიც ვიცი
ვერ გამიგია,
რამ გაგაოცა
ღმერთი არა მწამს
და ხატის ნაცვლად
მე შენს თვალებზე
ვისწავლე ლოცვა.
და შენზე ფიქრებს
მივდევ კვალდაკვალ
გულს იჭვის ლანდმა
გადაუარა,
მე არც კი ვიცი
ახლა სადა ხარ,
და არც ის ვიცი,
მოხვალ თუ არა.
მე საიდუმლოს
ამოხსნაც ვიცი
და ვიცი შენი
ფარული ზრახვა -
გან გან დადიხარ,
რომ უფრო მეტად,
მომინდეს შენი
ღიმილის ნახვა.