მე რა მამღერებს უძირო ზეცა ზამბახის ფერი
თუ მილხინს ვმღერი თუ ვსევდიანობ მაინცა ვმღერი
მე რა მამღერებს ვარდების სუნთქვა ყაყაჩოს ფერი
ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს ჰოდა მეც ვმღერი.
მის: ჩიტო გვრიტო ჩიტო მარგალიტო და. =2=
ჩემი სიმღერა ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა
როცა ვმღერივარ შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა
როცა ვმღერივარ მე ჩემს მომავალს სიბერეს ვხედავ
და უკითხავად გულში შემოდის ფარული სევდა.
მი: =======================================. =2=
ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს ჩიტების სტვენამ
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა
როცა ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი
სიმღერით მოვკვდე რაღა ვინატრო ამაზე მეტი.
მის: =======================================. =2=