შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი
სად გეძებო ვაი რა შორს წახვედი,
რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყი (2 ჯერ)
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო
წინთუ შენი სახე გადამეღობა
მზე რად მინდა შენი ჩრდილიც მეყოფა
რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო
შენს ეზოში გადარგილი ხე ვიყო
მარტოობამ იცი როგორ მაწვალა
მე ხომ ნატვრა შენმა ნახვამ მასწავლა
ამას ვნატრობ შენს მახლობლად მეც ვიყო (2 ჯერ)
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო
სხვა რა გთხოვო უგვირგვინო დედოფალს
მე ხომ შენი მეგობრობაც მეყოფა
რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო
რომ ჩამივლი ცულს ნუ დამკრავ დე ვიყო
ცულს ნუ დამკრავ დე ვიყო
ცულს ნუ დამკრავ, დე - ვი - ყო.