გრანადის ახლოს
გრანადის ახლოს, წყაროსთან ახლოს
ბოშა ქალები ავსებდენ დოქებს
და თან მღეროდენ ბოშურ სიმღერებს, ბოშურ სიმღერებს
როცა მოვკვდები ჩამატანეთ ჩემი გიტარა
როცა მოვკვდები მე დამმარხეთ ფორთოხლის ბაღში
როცა მოვკვდები მე დამმარხეთ ყველა ყვავილში, როცა მოვკვდები
მის:
გრანადის ახლოს წყაროსთან ახლოს
ბოშა ქალები ავსებდენ დოქებს
და თან მღეროდენ ბოშურ სიმღერებს, ბოშურ სიმღერებს
გრანადის ახლოს და მზესთან ახლოს
მას ქონდა სახლი პატარა სახლი
და აივანი ქონდა პატარა და აივანზე ხარობდა ვარდი
ასე მღეროდენ ბოშა ქალები, ასე ტიროდა თეთრი გიტარა
როგორც ქარები ტირიან ზამთარს, ტირიან ზამთარს
ცბიერებანი ჩვენი დროის გაიფერფლება
მხოლოდ და მხოლოდ უდაბნოა მარადიული
ოცნება მზეზე და კოცნაზე დაიფერფლება
მხოლოდ და მხოლოდ უდაბნოა მარადიული
ყური მიუგდე მეგობარო ამ დიდ სიჩუმეს
იგი სავსეა ტალღის ხმაურით
იგი სავსეა ტალრის ხმაურით და სინანულით –
მის
სიჩუმე მიწას ლოყით შეეხო, ასე მღეროდენ ბოშა ქალები
ასე ტიროდა თეთრი გიტარა, და იმსხვრეოდა თაღი რიჟრაჟის
სოლო – მისამღერი
ასე მღეროდნენ ბოშა ქალები , ასე ტიროდა თეთრი გიტარა,
სივრცეებს ღამით მოზმანებულებს, მოზმანებულებს.