ნუ აგროვებ ფულს და ოქროს,
ოფლსა ღვრი დაოხრავ,
მოვა მიქელგაბრიელი,
და დაგრჩება ოხრად.
მადლი ჰქენი სხვას მიეცი,
თუ ჯიბეში ფული ჭყავის,
წუთისოფლის სტუმარი ხარ,
შენზე დიდხანს ცოცხლობს ყვავი.
ობი ფულსაც ეკიდება,
და განგება დაგსჯის,
თუ დროზე არ დახარჯე,
რაც გაქვს დასახარჯი.
ეს ცხოვრება კიბე არის,
ზოგი ადის, ზოგი ჩადის,
ძმაბიჭებში დროს ტარება,
წამალია გულის დარდის.