რა ვიღონო,
რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს, ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს,
ცრემლის ნამი რა ვქნა მე არ მასვენებს, ძილის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
მის;
ვგრძნობ უშენოდ წლები როგორ მაკლდება, გამიღიმო, მითხარ რა დაგაკლდება
არა არ მსურს მოწყენილი გიხილო ამას მიჯობს სამარეში მიხილო.
მოხიბლული მაგ შენს თვალით, წამწამით, განა ვლოთობ არ იფიქრო ერთ წამით.
დღე ვლოთობ და ღამით დავეხეტები მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები.
მის;
ტატოსავით ლექსს ვწერ არა მწყინდება, შენზე ფიქრი არასდროს მომწყინდება,
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ, თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ.