რა ვიღონო
რა ვიღონო რით უშველო იარებს
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს
ცრემლის ნამი რა ვქნა მე არ მასვენებს
ძილის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს
ვგრძობ უშენოდ წლები როგორ მაკლდება
გამიღიმო მითხარ რა დაგაკლდება
არა არ მსურს მოწყენილი გიხილო
ამას მიჯობს სამარეში მიხილო
მოხიბლული მაგ შენ თვალით წამწამით
განა ვლოთობ არ იფიქრო ერთ წამით
დღე ვლოთობ და ღამე დავეხეტები
მე მიჯნური ღობე ყორეს ვედები
ტატოსავით ლექსს ვწერ არა მწყინდება
შენზე ფიქრი არასდროს მომწყინდება
სულის ვარდო იცი რა ფაქიზი ხარ
თვალს გავახელ ზედ წამწამზე მიზიხარ