ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, ისევ მოვედი შენთან,
შენს ლურჯ ფანჯრებზე დნება აპრილი და სილამაზე ფერთა
ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი ისევ მოვედი შენთან.
გადამიფრინდი Cიტის ბარტყივით, ბევრი ვიარე ერთმა,
მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები ვერ დავემალე ვერსად,
ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, ისევ მოვედი შენთან. სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი არ არსებულა ქვეყნად,
სულმა სიამე შენთან განცდილი ვეღარსად ჰპოვა, ვერსად.
არ აგისრულებ რასაც დაგპირდი, მე ისევ მოვალ შენთან. მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები, ვერ დავემალე ვერსად,
გული საოცარ დარდით დაჭრილი, ფეთქავს და ვეღარც ფეთქავს
ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, ისევ მოვედი შენთან.
ბოლომდე შევსვი სევდის ფიალა, მაბნევს სიმუქე ფერთა,
მინდა მოგიძღვნა მთელი სიცოცხლე, შენ სიყვარულის ერთა.
ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, აი, მოვედი შენთან. სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი, არ არსებულა ქვეყნად,
მომენატრე და ვეღარ გავძელი, ისევ მოვედი შენთან.
არ აგისრულებ რასაც დაგპირდი, მე ისევ მოვალ შენთან. (3-ჯერ)