ქრისტე
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად
მეც წამოვდგები
გელოდებით ჩემს საფლავთან
ნუ გავიწყდებით
წუთისოფლის ყველა ჭირი
ჩემს თავს გავიწყებს
აღდგომის დღეს მაინც მნახეთ
ნუ დამივიწყებ
ღვინო შესვით ერთი ჭიქაც
მეც წამიქციეთ
მთვარის შუქზე ჩემს სურათებს
ჩუმათ უცქირეთ
სიმი გაწყდა ჩემს გიტარას
ხმა აღარა აქვს
აამღერეთ ჩემს სიმღერებს
მთლად ნუ დაკარგავთ