სამ დღეს ვიყავ სიზმარეთში
არ გავცვლიდი თითოს დღეში
მომეგება თბილი ტკბილი
ხიბლით სავსე იმერეთი
ამომიჯდა ლამის გული ვინ მიგიშვა წასვლად გზამდე
მესხმებოდა ფრთები თითქოს უცებ ასჯერ გავიზარდე
და დავდივარ მოხიბლული გასჭირდება განა მეტი
გულნათელი შუქნათელი დიდებული იმერეთი
ახლაც მესმის ახლობლისთვის
მოფერება თქმული მათი
დედა რავა გაზრდილათი
რავა დამშვენებულათი