აღმა დაღმა ამ ქუჩებში დავდივარ
შუადღეა თუ შუაღამეა ბანგი ვარ
დილით ადრე ალალ ღვინოს ჩამოვასხამ მარანში
კასრებსა და გუდაყრელი ლავაშით
მარტო ხელა დარდი მანდი კაცი ვარ
არეული ნაბიჯებით დავდივარ
დარდს და ნაღველს დავატარებ ძმაკაცებში ნაღდი ვარ
არვის ვერჩი არას ვითხოვ ლანდი ვარ
წუთი სოფლის ამბები დარები და ამდენი
ფიქრი ვარ დარდი ვარ ფიქრი ვარ ბანგი ვარ
შემომხვდება ძველი შუშაბანდები
ფიროსმანის და ეთიმის ლანდები
ვარდები და აივნები სისხამ დილის სილურჯე
აღმა დაღმა მიუყვები ამ ქუჩებს
მარტო ხელა დარდი მანდი კაცი ვარ
არეული ნაბიჯებით დავდივარ
დარდს და ნაღველს დავატარებ ძმაკაცებში ნაღდი ვარ
არვის ვერჩი არას ვითხოვ
წუთი სოფლის ამბები დარები და ამდენი
ფიქრი ვარ დარდი ვარ ჰე ფიქრი ვარ ბანგი ვარ