დარი– დური.
მინდორში ბალახ–ბულახში ამოსულიყო იაო
ამეღამ შენთან გადმოვალ კარი დატოვე ღიაო =2=
მის: დარი–დური, დარი–დური ჰარი–ჰარალე =2=
დარი–დური, დარი–დური ჰარი–ჰარალე, შენ გენაცვალე.
სად წაგიყვანო ქალაო რომელი მხარე სჯობია
აბასთუმანი ბახმარო თბილისი ყველას სჯობია =2=
მის:.
მინდორში ბალახ–ბულახში ამოსულიყო ეკალა
გოგონი მინდა გაკოცო მაგრამ მიყურებს ქვეყანა =2=
მის:
სულ მაგონდება ძმობილო წყლის პირას სუფრა გაშლილი
სუფრაზე მწვადი წიწილა და ღვინო მამა–პაპური =2=
მის:
ალავერდი ვარ შენთანა მივუჭახუნოთ ჭიქები
ღმერთმა დალოცოს ბიჭებო ღვინო, ყანწი და დამლევი =2=მის:.
ყველას დაგლოცავთ ბიჭებო ეს არის სული–გულია
რასაცა დალევ შენია რაც არა დაკარგულია =2=
მის: მე რათ მეძახის ზაფხული თუ აღარა მაქვს სიყვარული
ჩვენ ქართველ ერს გაუმარჯოს ჩვენთან იყოს სიხარული =2=
მის: ===================================================.