ჩემს ფიქრებს მხოლოდ შენ გაგანდობ
მე სიყვარული შენს გამო მწამს
შენი ღიმილი როგორც მზის სხივი
მინათებს შენსკენ სავალ გზას
ჩემს გულში სანუკვარო ოცნებავ
მე შენს სიყვარულს დავატარებ
შენი თვალების ღიმილი მეტრფის
და ჩემს გულს უსასრულოდ ახარებს
მის:-
იცი როგორ მენატრები
სიზმარშიაც გეფერები
საით მიჰქრის ნეტავ წლები
იცი გული როგორ გელის
მენატრები მენატრები
ოცნებებშიც შენ მოგელის
საით მიჰქრის ნეტავ წლები
იცი გული როგორ გელის
ჩემს ნატვრას მხოლოდ შენ გაგანდობ
და შენთან ყოფნას სულ ვინატრებ
შენი ალერსი როგორც შუქი ბნელში
შენსკენ სავალ გზებს გამინათებს
მის:- - -
პროიგრიში:- - - - -
მენატრები მენატრები
ოცნებებშიც შენ მოგელი
საით მიჰქრის ნეტავ წლები
იცი გული როგორ გელის
ჩემს ფიქრებს მხოლოდ შენ გაგანდობ.