მე ხომ შენი ლანდი ვარ
შენსკვალდაკვალ დავდივარ
შენზე ლოცვით ღამე ნათევი.
აბა ვის რად ვარგივარ
ცარიელი დარდი ვარ 2 – ჯ
შენ ხატი ხარ მე კი სანთელი.
მზემაც ვეღარ გამათბო
ღვინომაც ვერ დამათრო
აბა მითხარ რაღამ დამათრო.
გულში შენი სახელით
შემეპარა ნაღველი 2 – ჯ
შენ ხატი ხარ მე კი სანთელი.
თუკი სუფრას გამიშლი
ღვინის სმას ნუ დამიშლი
ცარიელი ყანწი რად მინდა.
თუ ჩემს ნახვას არ იშლი
კოცნას ნუღარ დამიშლი 2 – ჯ
მარტო შენი ცქერა რად მინდა.