მესმის ფოთოლთა ნაზი შრიალი,
შენი თვალების ათინათს ვხედავ
და მახსენდება ისევ ის დღენი,
შენთან რომ ვიყავ, მუდმივად შენთან.
ო როგორ მტანჯავს ეს განშორება
სიყვარულს მმატებს ფიქრი ოცნება
ო როგორ მინდა შენთან შეხვედრა
ისმინე ღმერთო ჩემი ვედრება
სიყვარულს, ვერ გამინელებს ვერავინ,
გწამდეს იცოდე გჯეროდეს, ვერ გამინელებს ვერავინ,
მე შენს სიყვარულს,
გჯეროდეს, ვერ გამინელებს ვერავინ
გწამდეს იცოდე გჯეროდეს, ვერ გამინელებს ვერავინ
მე შენს სიყვარულს
იმედს არ ვკარგავ მე არასოდეს
მე ისევ გაზაფხულისა მჯერა,
ვიცი შევხვდებით ისევ ერთმანეთს
და განახლდება ჩვენ გულთა ძგერა
და დაგიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს
გეტყვი უზომოდ რომ მომენატრე
მადლობას გეტყვი მხოლოდ მადლობას
შენი გული რომ მე მომაბარე.