დედა
(მუსიკა ქ. შიხაშვილი; ტექტი: შ. კვანტალიანი)
მენატრება შენი თბილი სუნთქვა
გონებიდან როგორ ამოგშალო?
ჩურჩულებდი: „გენაცვალოს დედა!“
ჩემო სალოცავო.
სიყვარულს ნუ დაამადლით დედებს
თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
სანამ დედა ცოცხალია, სანამ დედა ცოცხალია
მოეფერეთ დედებს!
მისამღერი:
.. გაზაფხული ახლოვდება დედა
და ცრემლები მინდა შემიმშრალო
დამესიზმრე, დამესიზმრე ხშირად
დედაჩემო, ჩემო სალოცავო!
თუ ბავშვობა გენანებათ ძლიერ
ნაადრევად შიშობთ არ დაბერდეთ
სანამ დედა ცოცხალია
მოეფერეთ დედებს, მოეფერეთ დედებს.
თორემ მერე გვიანია ზდიო
ცაში მისი წმინდა სულის მტრედებს
სანამ დედა ცოცხალია
მოეფერეთ დედებს, მოეფერეთ დედებს.
მისამღერი X2
მენატრები, დამესიზმრე ხშირად
დედაჩემო, ჩემო სალოცავო!