მინდა გიყვარდე, გულს არ მიკლავდე
ან იყო ჩემი, ან არ მხიბლავდე
და ჩემ ნორჩობას, ყმაწვილ კაცობას
ასე უდროოდ არა სტანჯავდე.
თუ არ იცოდი და ეს სიყვარული
კვლავ გადმიშალე ეგ ნორჩი გული
და დამიბრუნე ეგ სიყვარული.
თუ არ იცოდი და ეგ სიყვარული
კვლავ გადმიშალე ეგ ნორჩი გული
და დამიბრუნე ეგ სიყვარული.
იცი მიყვარხარ, ვიცი გიყვარვარ
ამაზე კარგი ჩვენ რაღა გვინდა,
ვიყოთ ვიაროთ, და ვინეტაროთ
ამით გავათბოთ ეს გრძნობა წმინდა
თუ არ იცოდი და ეს სიყვარული
რად მომიკალი ეს ნორჩი გული
მაინც არ ვიცი რად გაგებუტე,
თუ არ იცოდი და ეს სიყვარული,
რად მომიკალი ეს ნორჩი გული,
მოვალ და მაგრათ ჩაგეხუტები.
მოვალ და მაგრათ ჩაგეხუტები
მოვალ და მაგრათ ჩაგეხუტები