ჩემი ლურჯ, მთების ტრფიალად
ვაი რომ დარდით ვალალ მე,
ძალიან, მომნატრებიხარ
ცხრამთას იქით რომ დავალ მე.
საქებარს, გეტყვი მაგრამ რა
შემოგპარვია ჭაღარა,
ყველამ და-გტოვოს იცოდე
მე დამიგულე წამლადა.
ტყე-ველი, წყარო-მდინარე
შენს გულზე ჩამომდინარე,
შენ ჩემო, ტკბილო იორო,
მოვკვდე თუ გნახო მძინარე.