კანფეტების თოვლი
სიზმრად ვნახე, გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა,
ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები.
მისამღერი:
.გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2
ლიმონათში ბანაობდა ციცქნა ჩიტი ღაბუა
პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა,
მამალოს დააჭენებდნენ ნიკუშა და თამრიკო
ჩვენი მურაც გარეთ იყო ყეფით ეზო აიკლო.
მისამღერი X2
.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა; გარეთ თოვდა
ნეტავ მართლა თუ ახდება უცნაური სიზმარი
კამფეტებს რომ ვიღაც აბნევს მაცოდინა ვინ არის?
ანგელოზი მომეპარა ძილში სახემცინარი
ალბათ მიტომ დამესიზმრა ტკბილზე ტკბილი სიზმარი.