სამ დღეს ვიყავ სიზმარეთში
არც გავცვლიდი თითო დღეში
მომეგება თბილი, ტკბილი.
ხიბლით სავსე იმერეთი.
ამომიჯდა ლამის გული
ვინ მიგიშვა წასვლად გზამდე
მესხმებოდა ფრთები თითქოს
უცებ ასჯერ გავიზარდე.
და დავდივარ მოხიბლული
კაცს სჭირდება განა მეტი
გულნათელი, შუქნათელი,
დიდებული,იმერეთი.
ახლაც მესმის ახლობლისთვის
მოფერება თქმული მათი
დედა როვა გაზრდილათი,
რავა დამშვენებულათი
ამომიჯდა ლამის გული
ვინ მიგიშვა წასვლად გზამდე
მესხმებოდა ფრთები თითქოს
უცებ ასჯერ გავიზარდე.
და დავდივარ მოხიბლული
კაცს სჭირდება განა მეტი
გულნათელი, შუქნათელი
დიდებული იმერეთი.
და დავდივარ მოხიბლული
კაცს სჭირდება განა მეტი
გულნათელი, შუქნათელი
დიდებული იმერეთი.