საყვარელო მამულო
საყვარელო მამულო
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
გულმა მხოლოდ შენი მზე
შენი მიწა იწამა.
შენს გაზაფხულს ვუმღერი
შენს აპრილს და მაისებს
კალთას გადაგიკოცნი
უბეს ვარდით აგივსებ.
აი რის გამარჯვებას
და სიცოცხლეს ვინატრებ
მზეო უფრო გაბრწყინდი
მზეო უფრო გვინათე.
მიწა ბარაქიანი
ოქროს ფერი ყანები
საყვარელო მამულო
გეტრფი გეთაყვანები.
ფეხზე წამომართულო
სააკაძის მახვილო
დროშავ თამარიანო
არასოდეს დახრილო.
ბაზალეთის ტბის ძირში
დარწეულო აკვანო
მამულისთვის დამწვარო
გმირო მამა-პაპანო.
მწარე იყო წარსული
დრო თვისი გაიტანა
ჩემო ტკბილო მამულო
ჩემო კარგო ქვეყანა.