როცა შენს დალალებს ქარი შლის
როცა შენს დალალებს ქარი შლის
მოგავხარ ნესტანს და თამარ-ქალს,
დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს
მერე გინდ ყაჩაღი დამარქვას
ჩემს ეკალს ვარდებით მოფენილს
შენს მეტი ქალღმერთი არა ჰყავს
ჩამოშლილ შენს დალალს შევყურებ
შიგ სიკვდილს ვაპირებ ამაღამ
ვინ მეტყვის მთის ციდან მოფენილს
ან ჩემს ღმერთს ვინ ეტყვის სამართალს
ვინაც რომ მე გული მომიკლა
სიცოცხლეც იმანვე წამართვა
როცა შენს დალალებს ქარი შლის
მოგავხარ ნესტანს და თამარ-ქალს,
დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს
მერე გინდ ყაჩაღი დამარქვას