ხან დილის ცისკარს ედრები, ხან ვარსკვლავს დაემგვანები
ვერ ჩაგიარე უგულოდ, ვერც მოგარიდე თვალები - 2 X
ფიქრით შენ სუნთქვას ვდარაჯობ, თბილისო ყველგან გნატრობდი
ათასი გული მქონოდა, ყველას შენ შემოგწირავდი - 2 X
მეიდანი ხარფუხი და მეტეხი, მთაწმინდა და სუსამბარი დილის
ნაღდ ქართველებს ისევ ველი, ჩემს სიცოცხლეს შეველევი
აზარფეშად დაუტოვებ თბილისს
არ ჩამიქრე ჩემი ბედის ვარსკვლავო, შენ ხომ სული გოგრასლისა გმოსავს
უწმინდესი პატრიარქი სამების, დღეს ილია საქართველოს ლოცავს - 2 X - #
წმინდა გიორგი გფარვიდეს, რწმენით ლოცულობს ქართველი
არ მოჰკლებოდეს სამშობლოს, მზე გამარჯვების ვარდები
აღმოცისკრება უფლისა, ღვთისმშობლის სხივი ნათელი
გზა რად გვინდა თუ ტაძართან ვერ მივა, თუ არ გლოცავს მშობლიური მთაბარი
ზარი რეკავს სამებისა ქართველო, ზეცას წვდება ჩვენი წმინდა ტაძარი
არ ჩამიქრე ჩემი ბედის ვარსკვლავო, შენ ხომ სული აღმშენებლის გმოსავს
აღორძინდი გამთლიანდი გაბრწყინდი, დღეს ილია საქართველოს ლოცავს - 2 X