კომპოზიტორი - გია ყანჩელი
კაცი ქართველი თუ არის,
იტყვის ვით მგზავრი გზაზედა,
სამშობლო როგორც უფალი,
ერთია ქვეყანაზედა.
გზები ერთმანეთს ჰკვეთავენ,
დაჭიმული გვაქვს შვილდები,
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს,
როცა ერთმანეთს ვჭირდებით.
ჰერიო ბიჭებო, ჰერიო!
არ გავახაროთ მტერიო!
ისმოდეს საქართველოში,
სიმღერა საიბერიო.
შენი ჩამოსვლით მაგ მიწას
სულ სხვა იერი მიეცა
მესხეთის მკვიდრი ყოფილხარ
შენ დაგელოცოს ირგვლივ ცა
ჰერიო ბიჭებო, ჰერიო!
თქვენ ააყვავეთ ერიო
ჰერიო ბიჭებო ჰერიო
ვაიოს მადლის ჰერიო
ჰერიო ბიჭებო, ჰერიო!
არ გავახაროთ მტერიო!
ჰერიო ბიჭებო ჰერიო
ვაიოს მადლის ჰერიო
ვაიოს მადლის ჰერიო