კაცი---ხმა ამაიღე ფანდურო ამომავალი მზისთვინა
შაირ მწადიან წარმოვთქო პირიმზე ლამაზისთვინა
მის: პირიმზე პირიმზე პირიმზე ლამაზისთვინა
ქალი---ნეტაი ვის რად სჭირდება ე მაგ ფანდურის ჩხრიალი
მთა-ჭიუხვებში ჯიხვებსა დააფრთხობს შენი ღრიალი
მის: ღრიალი ღრიალი დააფრთხობს შენი ღრიალი
ეჰე ეჰე ეჰეჰე ეე - ეჰე ეჰეჰე ეჰეჰე ჰეეე
კაცი---თვალი მიჭირავს შენზედა როგორც მიმინოს მწყერზედა
ნეტაი გამაგებინა შენ რა გული გაქ ჩემზედა
მის: ჩემზედა ჩემზედა შენ რა გული გაქვს ჩემზედა
ქალი---ამ მკერდში ორი გული დევს ერთში წვიმს ერთში დარია
შენთვისა შავყრი ღრუბლებსა სხვას გაუღიმებ დარია
მის: დარია დარია სხვას გაუღიმებ დარია
ეჰე ეჰე ეჰეჰე ეე - ეჰე ეჰეჰე ეჰეჰე ჰეეე
კაცი---ნეტაი რისთვის გავრჯილვარ რისთვის დავხარჯე ძალაო
ეგეთი ენის პატრონსა რა გაგათხოვებს ქალაუ
მის: ქალაუ ქალაუ რა გაგათხოვებს ქალაუ
კაცი---ქალავ სულ თვალწინ მიდგახარ სიზმარშიაც და ცხადშიაც
დაიმალება ხოხობი შენი თვალ-წარბის ჩრდილშია
მის: ჩრდილშია ჩრდილშია შენი თვალწარბის ჩრდილშია
ეჰე ეჰე ეჰეჰე ეე - ეჰე ეჰეჰე ეჰეჰე ჰეეე