Грузинские (несортированное) VAIME VAIME RA XDEBA(chinchaladze) минус

00:00 / 02:43
Loading
Скачать
1
7224
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Свойства файла: 6,2 Мб 320 кбит/с
Загружено: mekoko60 @ 16.03.15
Текст песни «VAIME VAIME RA XDEBA(chinchaladze)»
  
გოგოვ, რატომ  ჩამიარე კაბის ფრიალით,
სულში როგორ ამიტეხე ორომტრიალი,
ანდა რატომ დამირეკე, რად დამიბარე,
დამავიწყე კარს მომდგარი შარად  სიბერე.

ზამთრებს კარი მივუხურე, გავიზაფხულე,
წამწამები საამოდ რომ  ამიფახულე,
რატომ ამაფორიაქე, რაში დაგჭირდი,
ცაში რატომ ამაფრინე, ფრთებს თუ დამჭრიდი.

ვაიმე, ვაიმე, რა ხდება რა მემღერება,
ახლა უფრო მენატრება შენი ფერება,
ვაიმე, ვაიმე, რა ხდება რა მეშველება,
გოგოვ მართლა გიყვარვარ თუ მე მეჩვენება.

გოგოვ რატომ ჩამიკარი ერთხელ გულშია,
ანდა რატომ გამომტეხე სიყვარულშია,
ახლა რატომ ამიქროლე ცივი ქარები,
ანდა რატომ ამიჭედე გულის კარები.

კოცნით რატომ გამაგიჟე, რად არ მომეშვი,
მერე რატომ გადამაგდე ღვინის მორევში,
ქუჩა-ქუჩა არეული დავეხეტები,
სევდისა და დარდის მონად  რად  გემეტები.

მისამღერი
ვაიმე, ვაიმე, რა ხდება რა მემღერება,
ახლა უფრო მენატრება შენი ფერება,
ვაიმე, ვაიმე, რა ხდება რა მეშველება,
გოგოვ მართლა გიყვარვარ თუ მე მეჩვენება.

#
ვაიმე, ვაიმე, რა ხდება რა მემღერება,
ახლა უფრო მენატრება შენი ფერება,
ვაიმე, ვაიმე, რა ხდება რა მეშველება,
გოგოვ მართლა გიყვარვარ თუ მე მეჩვენება.

ვაიმე, ვაიმე, რა ხდება რა მეშველება,
გოგოვ მართლა გიყვარვარ თუ მე მეჩვენება.
გოგოვ მართლა გიყვარვარ თუ მე მეჩვენება.
Текст добавлен: mekoko60
Добавлять комментарии могут только зарегистрированные пользователи.