შვიდ მაისში მოსული და
თვალ ჟუჟუნა წვიმა ხარ
სილამაზით მორთული და
სხვა ქალებზე წინახარ
ყელი გიგავს თეთრ სურას
თვალებს მერცხლებს ვადარებ
ვინ არ იცნობს შენს სურათს და
გულით ვინ არ ატარებს
რაც კარგია და მწველია
სულ შენში ჩაისახა
ოცდა ხუთი წელია და
სულ ჩვიდმეტი წლისა ხარ
მოდი მოდი ლამაზო
მოდი რომ გცე თაყვანი
დაგელოცოს ქართლის დედა
ლამაზების აკვანი
შორს გაფრენილ მერცხალს გევხარ
შენს მოფრენას შევცქერი
ოცნება ხარ სინამდვილედ
როდის გადამექცევი?
ყელი გიგავს თეთრ სურას
თვალებს მერცხლებს ვადარებ
ვინ არ იცნობს შენს სურათს და
გულით ვინ არ ატარებს