(მუსიკა/ტექსტი: ზურაბ ჩინჩალაძე)
ახლა ყველაფერი შორია ვითვლი უკანასკნელ წამებს
ისევ შემომხვდები მგონია გზა გასაყარზე,
იქნებ რამე მქონდა სათქმელი, აღარ მახსოვს არაფერი
დარჩი გეძახიან თვალები მომენატრები.
მისამღერი:
… შენ, შენ ისევ შენ მომიგონებ
შენს ხატებას ვერ მოვიშორებ,
შენ, შენ ისევ შენ გნატრობს გული
შენ, შენ ისევ შენ დამიბრუნდი.
შენთან განშორება რად მიღირს
იქნებ შემოდგომამ მითხრას
ღმერთი იყოს შენი მფარველი
გზა მშვიდობისა!
თავი დაუხრიათ ტირიფებს
ალბათ გაწვიმდება ისევ
და ჩვენს უკანასკნელ შეხვედრას გამოიტირებს.
მისამღერი X2