შემოდგომა რომ დადგება
შაშვი იწყებს გალობასო
კაცი რომ გაღარიბდება
ცოლს დოუწყებს ჯავრობასო და
ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს,
კბილის გაკრაჭუნებაო,
კარგი გოგოს კოცნა მიყვარს,
თვალის ჩაპაჭუნებაო და
შენი გული ჩემი გული
ჯაჭვით არის გადაბმული
სადაც წავალ ყველგან დამდევს
გოგოვ შენი სიყვარული