შალომ.
კაცს თუ ბედი თან არ დაჰყვა
ცოდო არის რჯულის მადლმა
ვერ ააწყობს საქმეს წაღმა
ვერ ააწყობს საქმეს წაღმა
თუ გასწირა რჯულის მადლმა.
ბედს თუ უნდა მაღლა აგწევს
გიჟი იყო ბრძენად გაქცევს
თუ მოუნდა თუ მოუნდა
ბედს თუ უნდა ბედს თუ უნდა
დიდ ვეზირად გადაგაქცევს.
მის: შალომ იქეთ შალომ აქეთ
შალომ ჩქარა შალომ მალე
რჯულის მადლმაც დავიღალე
მენატრება კოლხეთის ცა
მისი მზე და არემარე.
ყველას უნდა მე ვუცინო
ყველას უნდა მე ვეფერო
რაც არა მწამს ის ვიწამო
რაც არა მწამს ის ვიწამო
რაც არ მჯერა დავიჯერო.
მის: =============================.