სულ თვალს მარიდებ, სხვას უგალობ, აიმედებ,
ჩემთვის ღიმილი ვერასოდეს გაიმეტე.
ბედის ღალატმა დარდზე დარდი დამიმატა
შენს თავს არავის არ დავუთმობ, არ გავატან.
მის:
2-ძველებურად უდარდელი აღარა ვარ,
სნეული ვარ, შენი ტრფობით ავადა ვარ,
სხვა შეიყვარე, დარდიანი ამადა ვარ,
ლხინი სად არის, გლოვის სუფრის თამადა ვარ.
ერთადერთი ხარ, ჩემი სულის დედოფალი,
შენი ბადალი, და სად არი, არსად არის,
ძილი დავკარგე, რა დღიდანაც გაგიცანი
ასე ლამაზი, ხმა ნარნარი, თვალ - მცინარი.
მის: