ქალავ სიცოცხლე
sasaxles agigeb xeliTnaTali qvisasa
cixe koSkebs agigeb sul marmarilos qvisasa
cixe koSkebs agigeb sul marmarilos qvisasa
ქალავ სიცოცხლე დამწველო გულისა
თითები მიგიგავს ბროლისა თლილისა
ჩემი ხარ ყელი, მე სურა მგონია
ვეღარსად წამიხვალ რა ბედი მქონია
წამოდი, მთაში არ არის ცუდი
ლექსები გითხრა - რას შეგადარო,
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
შორს აგიშენო თეთრი კარავი
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.
ქალავ სიცოცხლე დამწველო გულისა
თითები მიგიგავს ბროლისა თლილისა
ჩემი ხარ ყელი, მე სურა მგონია
ვეღარსად წამიხვალ რა ბედი მქონია
ჩამოსხდებიან დასხდებიან ხევსურნი
ლუდის სასმენად ბანზედა
ქალაუ ჩემთან გადმოდი
ნუ გამირბიხარ განზედა
ქალაუ შენმა მანდილმა
ჰაერში გაიფრიალა
სახე გამოჩნდა, თოლებმა
ელვარემ გაიფრიალა.