სადღაც შორს, სადაც თოვს,
ის ქვეყანა ვის არ ახსოვს?
...ვგზავნი წერილს.
ვეძებ ჩემგან გაფრენილს.
მივყვები ძაფს გაწყვეტილს.
იმედი მაქვს, ვახსოვარ და მელის.
მე ვიპოვნი მის ნაკვალევს და გავუყვები გზას.
ვიცი, რომ ამ სიყვარულს მე ვერ გავუყობ სხვას.
მჯერა განშორება კლავს და ჩემს გამოჩენას ელის.
მე გავარღვევ ყინულებს და გადავლახავ მთას,
გადავივლი უდაბნოს და გადავცურავ ზღვას,
როცა ვიცი, რომ ის დგას და მე პაემანზე მელის.
მისი წასვლა გავიგე,
სხვისი ძებნა დავიწყე.
მოფიქრება ვერ შეცძელი მეტის.
გზაზე ვის არ წავაწყდი,
მაგრამ ყველგან დავმარცხდი.
მივხვდი, საჩუქარი იყო ბედის.
მე ვიპოვნი მის ნაკვალევს და გავუყვები გზას.
ვიცი, რომ ამ სიყვარულს მე ვერ გავუყობ სხვას.
მჯერა განშორება კლავს და ჩემს გამოჩენას ელის.
მე გავარღვევ ყინულებს და გადავლახავ მთას,
გადავივლი უდაბნოს და გადავცურავ ზღვას,
როცა ვიცი, რომ ის დგას და მე პაემანზე მელის.
სადღაც შორს ისევ თოვს.
ვეძებ ქუჩას ძველ ნაცნობს
და შეხვედრის მოლოდინი მათბობს.
ვხედავ ჩემგან გაფრენილს,
ნაცნობ სახეს, ნაცნობ ღიმილს
და მასთან მოსულ სხვის ლიმუზინს.
მე ვიპოვნი მის ნაკვალევს და გავუყვები გზას.
ვიცი, რომ ამ სიყვარულს მე ვერ გავუყობ სხვას.
მჯერა განშორება კლავს და ჩემს გამოჩენას ელის.
მე გავარღვევ ყინულებს და გადავლახავ მთას,
გადავივლი უდაბნოს და გადავცურავ ზღვას,
როცა ვიცი, რომ ის დგას და მე პაემანზე მელის.
...ის თუ ძველებურად დგას და მე პაემანზე მელის...