რამდენი მალოდინე
(მუსიკა: თეონა ქუმსიაშვილი)
არ იყავ – მონატრება, სულში სახლობდა და
არ იყავ – როგორც მთებს, დარდი მათოვდა და
მოხველ და გული, საგულეს დაუბრუნე.
დღეები კვლავ დღეებს, ისევ მისდევდა და
ღამეს უშენობის, სუსხი მითევდა და
მოხველ და გული, საგულეს დაუბრუნე.
მისამღერი: 2-ჯერ
და მაინც, რამდენი მალოდინე – რამდენი თოვლის მოსვლა,
რამდენი გაზაფხული – ფიქრებით დაზაფრული,
რამდენი შემოდგომა – ნისლებში დაფარული
არ იყავ – მონატრება, სულში სახლობდა და
არ იყავ – როგორც მთებს, დარდი მათოვდა და
მოხველ და ეს ცხოვრება, ხელახლა დამიღილე
და მაინც რამდენი, რამდენი მალოდინე.
სოლო ---------------
რამდენი მალოდინე – რამდენი ღიმი მორჩა,
რამდენი ოცნებები -არაგვში დამალული,
რამდენი ზაფხულები – ჭრელ-ჭრულად დაქარგული
და მაინც, რამდენი მალოდინე – რამდენი თოვლის მოსვლა,
რამდენი შემოდგომა – ნისლებში დაკარგული
რამდენი ოცნებები – ნისლებში დაკარგული