ქეიფს ვიწყებ დილიდან ვიქირავებ დილიჟანს
შიგ ჩავისვამ ლომებს ფაფარ აშლილს
თავს მოვაჭრი რუმბივით გასიებულ მიკიტანს
ჩვენ საკადრის სუფრას თუ არ გაშლის.
წყეულ მიქელ გაბრიელს სანამ გავახსენდები
სანამ ქვეყნად არსებობას მაცლის
არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ====
მტრის ჯინაზე ზღაპრულ სუფრას გავშლი====.
მის: ღვინო მამა–პაპური დალოცვილი კახური
მირჩევნია უკვდავების წამალს
თქვენი იყოს წაიღეთ სამოთხეც და ედემიც===
მთვრალი თუნდაც ჯოჯოხეთში წავალ. ======
ჰოდა სანამ სიკვდილი კარზე მოგვიკაკუნებს
ჩვენს ნაკვალებს წალეკავს და წაშლის
არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ
მტრის ჯინაზე ზღაპრულ სუფრას გავშლი.
ქეიფს ვიწყებ დილიდან ვიქირავებ დილიჟანს
შიგ ჩავისვამ ლომებს ფაფარ აშლილს
შემოვისვამ ძმა–ბიჭებს აქედან და იქედან=====
ჩვენს დუქანში ზღაპრულ სუფრას გავშლი====.
მის: =========================================.