ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი,
ძეწნამ ალერსით ამავსო,
ეჭვებით ნაავადარი.
მისამღერი:
საქართველო, ლამაზო,
სხვა საქართველო სად არის.
საქართველო, ლამაზო,
სხვა საქართველო სად არის.
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები,
მთაში ტყე დანაბინდები,
ტყეში ქორბუდა ირმები.
მისამღერი