დავბერდი
გაყინული გულიო ვერვინ გამითბო
ხმაში გაჩნდა ხავერდი
ავტობუსში გოგომ სკამი დამითმო
ესეიგი დავბერდი
ვერ გავცურე წყალწითელას სათავე
ვეღარც სხვენზე ავედი
ექიმებმა დამინიშნეს სათვალე
ესეიგი დავბერდი
მისამღერი
ნუთუ მართლა მომერია სიბერე
ნუთუ მართლა დავბერდი
ერთმა ჩიქა შავმა ღვინომ დამათრო
მაწყევლინა თავ ბედი
ლამაზების ცქერამ ვეღარ ამანთო
ესეიგი დავბერდი
მომენატრა ლურჯა კვიცის გახეედნა
ჭალებში რომ დავსდევდი
ამიკრძალეს ქალებისკენ გახედვა
ესეიგი დავბერდი
დრო მიდის და დროს მიჰყვება წლებია
ცხოვრებაში ყველა დაბერდებიან
დამიჯერე სიყვარული ძვირფასო
სიბერეში მეტი სანატრელია
მის--------------
სოლო
მის--------------