წყარო ჩქეფდა
წყარო ჩქეფდა წყაროსთან ვერ მივედი
დამშრალიყო ერთად ერთი იმედი
ვარდი თრთოდა ეკალ ვარდში ვიარე
დარდი ჩემი ვერვის გაუზიარე
მე უშენოდ ეს ცხოვრება რად მინდა
უშენობით რაა ბედნიერება
სიყვარულო გევედრები გახსოვდეს
არ დამტოვო მარტო აღარასოდეს
მე უშენოდ მარტო არშად არ წავალ
მეყო რაც მე სიყვარულმა მაწვალა
გაზაფხული ბროწეულად ბრიალებს
სიყვარულო ჩემთან ერთად იარე
მე უშენოდ ეს ცხოვრება რად მინდა
უშენობით რაა ბედნიერება
სიყვარულო გევედრები გახსოვდეს
არ დამტოვო მარტო აღარასოდეს