ჩემს ძმაკაცს ლუკმა უჭირდეს
მაშინ მე წარღვნამ წამიღოს
მე ის თხილის გული რად მინდა
თუ ცხრაჯერ ცხრად არ გაიყოს
რომ ვიცი სხვასაც ვარგუნე
ის ლუკმა უფრო ტკბილია
მე რამდენ გროშსაც ვიშოვნი
ყველაში ძმაკაცს წილი აქვს
მის: - 2 jer
ქვეყანა ჩალად არა ღირს
სიცოცხლე ძალად არა ღირს
გინდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს
რასაც ვიშოვი დავხარჯავ
ცხოვრებას გემოს გავუგებ
სამის მაგივრად გულის სწორს
გოდრით მიხაკებს წავუღებ
შენ რომ აგროვებ რად გინდა
გაბრმავებს ოქროს წკრიალი
გიჯობს ქეიფში გალიო
ცხოვრება ოხერ - ტიალი
მის: - 2 jer
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს