წამოდი ცაში, მაგ სნეულ სხეულს,
მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით;
მზეს მანათობელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ, არ მოვეშვები!
და თუ მნათობი უცებ გაუჩნდა,
ვერ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს,
და შენ ჩაგიდგამ, დაე, ალალი!
იყოს ის შენთვის, თუ ბედნიერი იქნები მგოსნის ქალღმერთი ჯიქი, ჩემთვის კი, აბა რა ბედენაა, თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი! წამოდი ცაში, მაგ სნეულ სხეულს, მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით