წაღვერი და თბილისი
გრძნობა როგორ დაგიამო ან რა ლექსი გიმღერო,
ქალო ალვის ტანიანო ვარდისა და მზის ფერო
ნუთუ აღარ გაგახსენდი რაც აქედან წახვედი
ო, ნეტავი ერთად იყოს თბილისი და წაღვერი.
თვალს გავახელ, წიგნს გადავშლი, თუ მიდამოს გავცქერი
მომანათებს შენი სახე და თვალების ჩანჩქერი
შენზე ფიქრებს გადავურჩე თუ თბილისის მზეწვიას,
ბევრი კოცნა დაგადევნე, ერთიც ვერ მოგეწია.
Solo
აგერ თითქმის სამი დღეა, რაც დატოვე ეს მხარე
და წერილიც არ მომწერე, ერთხელ არ გამახარე.
შენ ნაძვნარში დასეირნობ, მე კი მადნობს ივლისი,
ო, ნეტავი ერთად იყოს წაღვერი და თბილისი.
იქნებ სხვაზე, გადამცვალე, სხვას აენთე კელაპტრად,
არ გიყვარვარ, ჩემი ლექსი აბა რად მოგენატრა?
თუ გიყვარვარ, რად გამირბი, რატომ თავაზიანობ?
თუ ჩემი ხარ, რატომ გინდა ეჭვით დამაზიანო?
ჩემო ვარსკვლავთვალიანო, მთვარის თანაზიარო.