სიყვარულო, შენ ხომ გულში იწყები
არც რას არჩევ ავდარში თუ დარში.
როცა გიყვარს, მართლაც, თავდავიწყებით,
ყველაფერი ლამაზია მაშინ.
ბულბულს ცრემლი მადგას თვალზე,
ჩანგიც სიყვარულზე ჟღერს.
ძალას ნურვინ ნუ დამატანს,
როცა მინდა მაშინ ვმღერი მე
ნეტა იმას, ვისაც ცეცხლში უვლია,
ცრემლიან გულს ვინც გალობით სწამლობს,
სჯერა - სადაც წმინდა სიყვარულია,
იქ ჩუხჩუხებს უკვდავების წყაროც.
თუ გულს არ სურს მარტო ტყვეა
თავისუფლად ფრენა სურს.
მღერის - როცა ემღერება,
ემღერება, ემღერება გულს