ბათუმო
როცა მზე ამობრწყინდება
და ზღვა რომ ალივლივდება
მთაშიც რომ ჩაიქროლებენ შრიალით
გულს და სიყვარულს გაჩუქებ
მოვივლი შენს ლამაზ ქუჩებს
და ახალ ბათუმს სიმღერას გიმღერებ
იმდენი ხანია მე შენს აყვავებას ველი
უკვე იმდენი რომ თეთრი თმა შემეპა
ახალო ჭაღარავ რომ მოინაnio ძველი
ამაზე მართალი სხვა, რაღა ვიმღერო რა
ჩემო, ერთად ერთო, ჩემო ძვირფასო
მითხარ რა გიმღერო რით, დაგაფასო
ჩემო სიამაყევ, ჩემო ბათუმო
გულო აჭარულო, სულო ქართულო
თოლიაც ჩაინავარდებს
ჩაუფრენს ვარდის ფერ ვარდებს
და მაგნოლიებს ამ ჰანგებს გადასცემს
დელფინებს მიუალერსებს
გრძნობით უმღერებს ამ ლექსებს
რომ ახალ ბათუმს შვენის და უხდება
მშვიდობა ერთობა სიკეთე და სიყვარული.
ბათუმო შენშია ეს სუყველაფერი თქმული
შენდობა მამობა დედობა და ღირსება.
ამაზე მართალი სხვა, რაღა გიმღერო რა.
ჩემო ერთად ერთო, ჩემო ძვირფასო
მითხარ რა გიმღერო, რით დაგაფასო
ჩემო სიამაყევ, ჩემო ბათუმო
გულო აჭარულო სულო ქართულო
.
სოლო
იმდენი ხანია მე შენს აყვავებას ველი
უკვე იმდენი რომ თეთრი თმა შემეპა
ახალო ჭაღარავ რომ მოინანიო ძველი
ამაზე მართალი სხვა რაღა ვიმღერო რა
ჩემო ერთად ერთო ჩემო ბათუმო
მითხარ რა გიმღერო რით გაგახარო
ჩემო სიამაყე ჩემო ბათუმო
გულო აჭარულო სულო ქართულო