ბამბა აღარ ჩხრიალებს
როცა ნიღბებს არიგებდნენ, მდიდრებსა და ღარიბებზე
ღმერთთან ყველა ჩემზე ადრე მივიდა.
რიგში ჩავდექ ალალ ბედზე, არ წავსულვარ ადრე სხვებზე.
ბავშვობიდან თავ დაბლობა მიყვარდა.
წყნარად ვიდექ ჩემთვის შორით, მეც შემხვდება რაღაც მგონი
მუხლ მოხრილი ვკოცნი უფლის ხალიჩას.
ზოგს ნიღაბი ერგო ორი, არტისტის და პროკურორის
ზოგმაც ბლატით სამი გააჩალიჩა.
ბედი ბედი, ბედი ჩემი მდევარი
უკან დამდევს როგორც კურდღელს მწევარი
ჰოი ბედო შენი ჩარხი სულ უკუღმა ტრიალებს
ჩემი ოქრო ჩუმად არის, ჩემი ოქრო ჩუმად არის
სხვისი ბამბა სხვისი ბამბა ჩხრიალებს.
სხვისი ბამბა სხვისი ბამბა ჩხრიალებს.
როცა დადგა ჩემი ჯერი, გათავდაო ყველაფერი
მეუბნება ანგელოზი ფრთიანი.
ისეთია სახე შენი, უნიღბობა უფრო გშვენის
ასე უფრო ფასობს ადამიანი.
დავრჩი ასე ჩემი სახით, ტუჩ-ტკბილ თვალ-წარბ ცხვირ ნიკაპით
მე უნიღბოდ ირგვლივ ყველა ნიღაბით.
მე ნიღაბი არ მერგება, ჩემი მათ არ გაეგებათ.
რა შეგცოდე ღმერთო ეს რა მიყავი.
ბედი ბედი ბედი ჩემი მდევარი
უკან დამდევს როგორც კურდღელს მწევარი.
ჰოი ბედო შენი ჩარხი, სულ უკუღმა ტრიალებს.
ჩემი ოქრო ჩუმად არის ჩემი ოქრო ჩუმად არის
სხვისი ბამბა სხვისი ბამბა ჩხრიალებს.
სხვისი ბამბა სხვისი ბამბა ჩხრიალებს.
ვერ დავდევი მათთან ზავი, დავრჩი როგორც თეთრი ყვავი
მსახური და მონა პატიოსნების.
ნიავს მიაქვს ჩემი ნავი, წინ სამოთხის ბაღი ყვავის.
ბაღში თეთრი ვარდი ჩემი ოცნების.
დრო დამდგარა მაგათთვისაც, განსჯისა და განკითხვისა
სხედან მიქელ გაბრიელი სასწორზე.
შეკრული აქვს ყველას კრიჭა, დრომ ნიღბები ჩამოგლიჯა,
ცოდვა მადლი ცაში უნდა გასწორდეს.
ბედი ბედი ბედი ჩვენი მდევარი.
მოგვიხელთებს როგორც კურდღელს მწევარი
ჰოი ბედო შენი ჩარხი, ზოგჯერ წაღმაც ტრიალებს
ოქრო ცაში ოქროდ დარჩა, ოქრო ცაში ოქროდ დარჩა
ბამბა აღარ ბამბა აღარ ჩხრიალებს
ბამბა აღარ ბამბა აღარ ჩხრიალებს