ყველაზე ალალი, ყველაზე გულწრფელი
ქალის თუ კაცის მუდამ მხლებელი
მეგობრობაა დიდი საუნჯე
ჩვენი არსობის მაცოცხლებელი
მის--რად გინდა ოქრო, ვერცხლი ზურმუხტი
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს
მეგობრობას კი ისეთი ძალა აქვს
ქარიშხალიც კი ვერსად წაიღებს
მეგობარი ხომ მხარში გიდგება
ჭირშიც და ლხინშიც შენს გვერდით არის
შენზე იზრუნებს შენზე იფიქრებს
შენს თავს არასდროს არ დაივიწყებს
1-ლი მისამღერი
მაშ გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას
ალალ სინდისს და ალალ კაცობას
ცოცხლებს სიცოცხლე მრავალჟამიერ
წასულებს ხსოვნა, არდავიწყება
სოლო-----1-ლი მის---მე-2 მის