მეგობარს ჩახედე
თუკი რომ დაგაკლდა ალერსი, - დილაო, ჰოიდილაო,
მეგობარს ჩახედე თვალებში, - დილაო, ჰოიდილაო,
თვალები გეტყვიან, მიგულე, სადაც ხარ, - დილაო ჰოიდილაო,
ჭირში თუ ბრძოლაში მოგყვები მხარდმხარ, - დილაო, ჰოიდილაო.
მისამღერი:
ჰოიდილა, ჰოიდილა, ნანინა,
ჰოიდილა, ჰოიდილა, ნანინა,
ჰოიდილა, ჰოიდილა, ნანინა,
დილაო, ჰოიდილაო.
თუ გინდა სითბო და ნუგეში, - დილაო, ჰოიდილაო,
ეძებე მეგობრის უბეში, - დილაო, ჰოიდილაო,
მეგობრის თვალებში, მეგობრის უბეში, - დილაო, ჰოიდილაო,
დაგხვდება ალერსი, დაგხვდება ნუგეში, - დილაო, ჰოიდილაო.