მე დღეს წვიმამ
მე დღეს წვიმამ დამაღონა
ამადევნა სევდის ტალღებს
შენი თავი მომაგონა
თოლიების გუნდს რომ გაჰყევ
ვიხსენებ და ვითვლი წვეთებს
უსასრულო ნაღველს იტანს
შენზე ფიქრი არ მასვენებს
ამ ჩემს გულში ფრთებს რომ შლიდა
შენი ნახვის მოლოდინი
არ მასვენებს არ მაძინებს
წუთებს ვითვლი ყოველ დილით
ოცნებებით გიმსხვრევ მინებს
მე დღეს წვიმამ დამაღონა
ამადევნა სევდის ტალღებს
შენი თავი მომაგონა
თოლიების გუნდს რომ გაჰყევ
სოლო--------------------------
მე დღეს წვიმამ დამაღონა
ამადევნა სევდის ტალღებს
შენი თავი მომაგონა
თოლიების გუნდს რომ გაჰყევ