ამივსეთ ძმებო თუ არის ყანწი
ღვინის ლალებით
და ძირს ჩამოდგით ფიალებად
ცის ვარსკვალავები
ვიმღეროთ, ისე რომ გაიგოს მთელმა უბანმა
ყარაჩოღელნო, მე ჩემს სატრფოს აღარ ვუყვარვარ
ჩემმა ლამაზმა დამაბნია გულზე ეკალი
შორი შორს დადის, ჩემი დარდიც სწორედ ეგ არის.
ჩემი დარდია, ჩემი ჰანგია
აღარ ვუყვარვარ, მარტო დავდივარ!
ყარაჩოღელნო, გამოფინეთ გზაზე სანთლები
რომ ღია ცის ქვეშ, მგლოვიარეს რად მემართლებით
ააფრიალეთ თეთრ ღამეში, შავი ჩოხები
სატრფო დავკარგე და სატირლად თქვენთან მოვედი.
ვიმღეროთ, ისე რომ გაიგოს მთელმა უბანმა
ყარაჩოღელნო, მე ჩემს სატრფოს აღარ ვუყვარვარ
ჩემმა ლამაზმა დამაბნია გულზე ეკალი
შორი შორს დადის, ჩემი დარდიც სწორედ ეგ არის.
ჩემი დარდია, ჩემი ჰანგია
აღარ ვუყვარვარ, მარტო დავდივარ!